კუბის საგარეო უწყება პარიზში, ქვეყნის საელჩოში განხორციელებულ თავდასხმაში აშშ-ს ადანაშაულებს

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრუნო როდრიგესის განცხადებით, პარიზში ქვეყნის საელჩოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით დაესხნენ თავს, რაზედაც პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება.

„პასუხისმგებლობას ვაკისრებ აშშ-ის მთავრობას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ კამპანიაში, რომლებიც ახალისებენ ამ ქცევას და ძალადობას ”, - აღნიშნა როდრიგესმა.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, პარიზის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილებიდან“ ორმა მცირე დაზიანება გამოიწვია, თუმცა გაჩენილი ცეცხლი მათ ადგილზე მისვლამდე ჩააქრეს..

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კუბის საელჩოებთან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რაც კუნძულზე მიმდინარე თვეში დაწყებულ უპრეცედენტო ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე გამოხმაურებაა.

აშშ-მა და ოცმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კოლუმბიამ და ეკვადორმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კომუნისტურ მთავრობას მოუწოდებდნენ "პატივი სცენ კუბელი ხალხის კანონიერად გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს" და "გაათავისუფლონ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვის გამო დაკავებული პირები".

იხილეთ ვიდეო: კუბის საგარეო უწყება პარიზში, ქვეყნის საელჩოში განხორციელებულ თავდასხმაში აშშ-ს ადანაშაულებს

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია