ხობში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც სპორტსმენებიც ფიგურირებდნენ, ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

ხობში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ორ პირს - ვარლამ კვარაცხელიასა და ზაზა დათეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფოთის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა.

დაკავებულებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.

ცნობისთვის, კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც ხობის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მოხდა, სამართალდამცავებმა სულ 4 პირი დააკავეს. მათგან ორი სპორტსმენი - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და მოჭიდავე ნიკა ყორშია იყო. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ნუგზარ წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

რაც შეეხებათ ვარლამ კვარაცხელიასა და ზაზა დათეშიძეს, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა