კახა კუჭავამ ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიწვია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის მუშაობას და მიღწეულ შედეგებს. მათი ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციაზე.

როგორც რიკ დემსმა განაცხადა, შეთანხმების განხორციელებაში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და კახა კუჭავამ აღნიშნულ არჩევნებზე ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია მოიწვია.

„ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები ასახულია საარჩევნო კოდექსში.

მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. კახა კუჭავამ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ამ მიმართულებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრის დასასრულს, რიკ დემსმა პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო თანხმობა, რომ იგი ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის მთავარი სპიკერი იქნება, რომელიც სექტემბერში, ათენში გაიმართება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს