ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია

ოკუპირებულ აფხაზეთში, რამდენიმე ქალაქსა და რაიონში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში უამინდობამ მდინარეებში წყლის დონის მატება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა გუდაუთა და მისი რაიონი.

„ადგილობრივ მდინარეებში წყლის დონემ თითქმის ორ მეტრს მიაღწია. დაიტბორა მინიმუმ 350 სახლი. რამდენიმე ადგილას საჭირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 7 ერთეული ტექნიკა და ქალაქ გუდაუთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 45 თანამშრომელი, ასევე მათ დამატებით ეხმარებიან გაგრისა და სოხუმის სამძებრო-სამაშველო სამსახურებიც. რამდენიმე ქუჩა დაიტბორა სოხუმშიც და დაზიანდა 30-მდე სახლი, თუმცა აქ მოსახლეობის ევაკუაცია არ გახდა საჭირო. რაც შეეხება ოჩამჩირის მუნიციპალიტეტს, რამდენიმე სოფელში წყალდიდობისას აქაც დაიტბორა სახლები. მდინარე ტამიშის ადიდებამ ზოგ მონაკვეთებში გაართულა საავტომობილო მიმოსვლა, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ორი ბოძი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე