ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც მმართველი პარტიის საგანგებო ბრიფინგიდან გაირკვა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ანულირება მოხდა.

ჯაფარიძის განმარტებით, რადგან შეთანხმება უკვე აღარ არსებობს, არც „ვალდებულება არსებობს“.

„ოცნება“ გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ, გავიდა მას შემდეგ, რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი,დაარღვია მიუხედავად იმისა, რომ მარკერით უხაზავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე. აპელირება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა. ეს შეთანხმება არ დადებულა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი - ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები. ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიურ მომავალზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ესენი არიან მატყუარები, ესენი არიან გადამგდებები,მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი,ზუსტად ისე, როგორც კრემლთან.

მე ვტოვებ პარლამენტს - პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება. არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ, ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება - ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად.

როგორ არ დავუშვათ ეს - ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის“, - წერს ჯაფარიძე.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“