ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სასამართლოში უჩივის პირს, რომელიც მისი კარიკატურული ბანერის სავარაუდო ავტორია.
როგორც ფრანგული არხი BFMTV საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ემანუელ მაკრონის დავალებით, მისმა ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც სკანდალური კარიკატურული ბანერის სავარაუდო ავტორია და რომელზეც მაკრონი ადოლფ ჰიტლერის სტილშია წარმოდგენილი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ტულონში და ლა-სენ-სიურ-მერის კომუნაში ბანერებზე გამოჩნდა მაკრონის კარიკატურული გამოსახულება.
მაკრონი ბანერებზე ნაცისტების ლიდერის სიმბოლოკებით არის წარმოდგენილი და თან ახლავს მინაწერი: „დაემორჩილე და აიცერი“. ამასთან დაკავშირებით ტულონის პროკურატურამ ცილისწამების კუთხით საქმე უკვე აღძრა კარიკატურის სავარაუდო ავტორის, აქტივისტ მიშელ-ანჟ ფლორს წინააღმდეგ. მას პოლიციის განყოფილებაში 29 ივლისს დაკითხავენ.
„ახლახანს შევიტყვე, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტის საჩივრის შემდეგ, ხვალ დამკითხავენ პოლიციის განყოფილებაში“, - წერს თავად მიშელ-ანჟ ფლორი „ტვიტერზე“.