ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან იმისათვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი უნდა მოემზადონ ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელზეც „ქართული ოცნება“ დამარცხდება.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ თავის ნაბიჯით საზოგადოებას აჩვენა, რომ რადიკალურ დესტრუქციულ ძალად გადაიქცა, რომელიც მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების „გადაგდებისთვის". ჩვენ ვნახეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შეფასება, ევროკავშირის შეფასება. „ლელო" ზრუნავს ქვეყნის სტაბილურობისთვის, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს განუკითხაობის და ქაოსის უფსკრულში და არ დაუბრუნდეს წარსულს, არამედ დაუბრუნდეს დასავლურ ვექტორს, ამიტომ ვიზიარებთ სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებებს და ჩვენ გვაქვს იგივე ხედვა, რაც მათ.

შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმების ვალდებულებები როგორც არის აღებული, შესრულდეს სრულად, ამისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო გაძლიერებული ენერგიით, რომ რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას," ეს რეალობა დადგეს და ეს რეალობა აუცილებლად დადგება.

2 ოქტომბერს ოპოზიცია გაიმარჯვებს, დაამარცხებს „ქართულ ოცნებას" და გაისტუმრებს ხელისუფლებიდან, ეს სჭირდება ქვეყნის მომავალს. ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისთვის, რომ მიგვეღწია რიგგარეშე არჩევნებისთვის და განგვეხორციელებინა ცვლილებები, რომელიც არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტში, ამიტომ სანამ ეს მიზნები არ იქნება მიღწეული, ჩვენ პარლამენტში ვიქნებით. შესაბამისად, გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად და იმისთვის, რომ ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა