გეგმური სამუშაოების გამო, 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რამიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.