გიგა ბოკერია - თანმიმდევრული გადაწყვეტილება იქნებოდა ერთპარტიული პარლამენტის დატოვება და ჩვენი საზოგადოებისათვის, უცხოელი პარტნიორებისათვის ვითარების გაშიშვლება

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სასურველი იქნებოდა არა მარტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას, არამედ მთელ პარტიას მიეღო პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება.

ბოკერია შეფასებით, ეს იქნებოდა თანმიმდევრული გადაწყვეტილება არსებულ ფონზე და ცხადად დაანახებდა, როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას ვითარებას.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ამ შემთხვევაში მელიას გადაწყვეტილება სწორია და ევროპული საქართველო ფოკუსირებულია ყველა შანსის გამოყენებაზე, რათა თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი.

„მე ვისურვებდი, რომ მთელ პარტიას მიეღო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ თანმიმდევრული გადაწყვეტილება იქნებოდა, ამ ფონზე მაინც გაშიშვლება ვითარების ჩვენი მოქალაქეებისათვის, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, ერთპარტიული პარლამენტის დატოვება.

მელიას პერსონალური გადაწყვეტილება სწორი გადაწყვეტილებაა და ევროპული საქართველო ყველა შემთხვევაში არის ფოკუსირებული, რომ ყველა შანსი გამოვიყენოთ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ თვითმმართველობის არჩევნები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა