ისრაელში 60 წელს გადაცილებულ პირებს „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებით დოზას შესთავაზებენ

ისრაელში 60 წელს გადაცილებულ პირებს „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. „ბუსტერ“ დოზას შესთავაზებენ, - ინფორმაციას The Guardian ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებიც „ფაიზერის“ ორი დოზით ვაქცინაციას ახორციელებენ, აცნობა, რომ შეუძლიათ, კვირიდან 60 წლის ზემოთ ასაკის პირებს დამატებითი დოზა შესთავაზონ.

ცნობისათვის, კომპანია „ფაიზერმა“ გუშინ განაცხადა, რომ მათი აზრით, ადამიანების ვირუსისგან დაცვის მაღალი დონის შესანარჩუნებლად საჭიროა ვაქცინის მესამე დოზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა