ახალგაზრდობის სააგენტოს კოორდინაციით, სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025–ის სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის და თემატური ექსპერტების ჩართულობით შეხვედრა იმართება

„ახალგაზრდობის სააგენტოს“ კოორდინაციით, სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025–ის სამწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის, უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფში ჩართული სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებითა და თემატური ექსპერტების მონაწილეობით ორდღიან სამუშაო შეხვედრა იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდობის სააგენტო“ ავრცელებს.

როგორც „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის მათი, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდების და საზოგადოების სრულფასოვანი წევრების განვითარების მხარდამჭერ ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას, რომლის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უზრუნველყოფილია ახალგაზრდების, როგორც ინდივიდების და როგორც ქვეყნის ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლებადი წყაროს პოტენციალის სრულად რეალიზება, მრავალმხრივი განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობა.

ამ მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ეკოსისტემა ადრეული ასაკიდან (6-13 წლის ასაკობრივი ჯგუფი) ხელს უწყობდეს პიროვნების განვითარებას და ახალგაზრდების (14-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი) აქტიურ მოქალაქეობას, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას, ეკონომიკურ გაძლიერებას და მათთვის ინფორმაციის, რესურსების და განვითარების შესაძლებლობათა თანაბარ ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მათივე ინფორმაციით, ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025–ის არსებობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციაზე დაფუძნებით, გასულ წელს, მონაწილეობრივად, დაინტერესებული მხარეების, საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, თემატური ექსპერტებისა და თავად ახალგაზრდების ჩართულობით შეიქმნა.

სტრატეგიაში წარმოდგენილია შემდეგი 5 პრიორიტეტული მიმართულება:

– საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების გაძლიერებული ჩართულობის, თანაბრად მონაწილეობის, და აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობა

– ახალგაზრდული საქმიანობის და არაფორმალური განათლების მეშვეობით ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა

– ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება

– ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება დასაქმების და მეწარმეობის ხელშეწყობის გზით

– ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება.

„ახალგაზრდობა ქვეყნის ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლებადი წყაროა, ახალგაზრდული სფერო კი კროსსექტორულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი იყოს ისეთი აქტივობები/ღონისძიებები, რომლებიც ახალგაზრდობის სფეროს განვითარებას და სტრატეგიით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს პირდაპირ ეხმიანება და მათ განხორციელებას უწყობს ხელს", – აცხადებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი.

გაერო-ს განვითარების ფონდის პროგრამის ანალიტიკოსის ნატალია ზაქარეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდული სახელმწიფო მრავალ-სექტორული სტრატეგია 2025 და სამოქმედო გეგმა იქმნება.

„მნიშვნელოვანია, რომ იქმნება ახალგაზრდული სახელმწიფო მრავალ-სექტორული სტრატეგია 2025 და სამოქმედო გეგმა, რომელიც პასუხობს როგორც ეროვნულ საჭიროებებს, ასევე 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგს. სტრატეგია ეფუძნება გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალგაზრდებისა და მოზარდების გლობალური სტრატეგიას, რომელიც თანხვედრაშია 2030 წლის გაეროს ახალგაზრდულ სტრატეგიასთან", – აცხადებს გაეროს განვითარების ფონდის პროგრამის ანალიტიკოსი ნატალია ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერას უწევს გაეროს საკოორდინაციო ჯგუფი ახალგაზრდობის საკითხებზე (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO, UNHCR) და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საქართველოში „განათლება დასაქმებისთვის" (Skills4Jobs)".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა