თურქეთში, მარმარისში ხანძარმა ტურისტულ ზონამდე მიაღწია - რამდენიმე სასტუმროდან დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა

თურქეთში, მარმარისის კურორტზე, ტყის ხანძარი ტურისტულ ზონას მიუახლოვდა, რის გამოც ორი სასტუმროდან და ოთხი ვილადან დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო.

როგორც CNN Turk იუწყება, მუღლის პროვინციაში, ხანძარმა ხუთვარსკვლავიანი 2 სასტუმროს ბაღებამდე მიაღწია.

პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით, დამსვენებლები პლაჟიდან გაიყვანა. იქ, სადაც ხმელეთით მისვლა გართულდა, ევაკუაციის პროცესში მაშველებს დახმარება აღმოუჩინეს ნავების მფლობელებმაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები ხანძრისგან მოშორებით, სხვა სასტუმროებში გადაიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლის ძლიერი ქარი. მანამდე ხელისუფლებამ ანტალიის პროვინციის 18 სოფლისა და რაიონის ევაკუაცია განახორციელა, კიდევ 16 სოფელი კი ადანასა და მერსინის პროვინციებშია ევაკუირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო