„პენცენტრი“ - მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული „ლიტერას“ ჟიურის წევრი - არ დავუშვებთ ქართულ მწერლობაზე პარტიული კონტროლის დაწესებას

„პენცენტრი” პრემია „ლიტერასთან“ დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ქართველი მწერლები, მთარგმნელები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, გამომცემლები ნათქვამია, რომ ქართულ მწერლობაზე პარტიული კონტროლის დაწესებას ისინი არ დაუშვებენ და მოუწოდებენ თეა წულუკიანს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული „ლიტერას“ ჟიურის წევრი.

განცხადების თანახმად, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კულტურული „ჟანდარმერიის შემოყვანა გადაწყვიტა და მოინდომა კულტურაზე კონტროლის ყველაზე ბნელი ტოტალიტარული ტრადიციების აღდგენა“.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ წელს პირველად დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა.

აქამდე „ლიტერას“ ჟიური ყოველწლიურად იცვლებოდა. ჟიურის წევრები იყვნენ მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, მთარგმნელები. მიუხედავად იმისა, რომ პრემიას სახელმწიფო აფინანსებდა, დღემდე არავინ ერეოდა „ლიტერას“ საქმიანობაში. პრემია თავისუფალი იყო პოლიტიკური კონიუნქტურისაგან.

ახლა ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. წულუკიანმა კულტურული ჟანდარმერიის შემოყვანა გადაწყვიტა და მოინდომა კულტურაზე კონტროლის ყველაზე ბნელი ტოტალიტარული ტრადიციების აღდგენა.

მიგვაჩნია, რომ მინისტრის მსგავსი თავხედური ჩარევა ლიტერატურულ პროცესში მწერლებისთვის და ჟიურის წევრებისთვის შეურაცხმყოფელია. მწერლებიც და ჟიურიც თავისუფალნი უნდა იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური კონტროლის მცდელობისაგანაც კი. ამ პრემიის რეპუტაციას განსაზღვრავენ მასში მონაწილე მწერლები და გადაწყვეტილების მიღების თავისუფალი, დემოკრატიული პროცესი: გადაწყვეტილებას იღებენ აღიარებული პროფესიონალები და არა პარტიული ერთგულების ნიშნით შერჩეული დილეტანტი ჩინოსნები. მადლობას ვუხდით იმ მწერლებს და ჟიურის წევრებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უკვე დატოვეს „ლიტერა“. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია გაიზრდება.

მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული „ლიტერას“ ჟიურის წევრი, შეწყვიტოს მისთვის სრულიად უცხო სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობა და მწერლების პარტმუშაკებად ქცევაზე ოცნება. ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, გამომცემლები, ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ამ საკითხში ერთიანნი ვართ და ვიქნებით. ჩვენ არ დავუშვებთ ქართულ მწერლობაზე პარტიული კონტროლის დაწესებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმოწერები არიან:

  1. პაატა შამუგია
  2. ზაალ ანდრონიკაშვილი
  3. ნინო სურამელაშვილი
  4. ნატო დავითაშვილი
  5. დალი ლაგოგია
  6. ნათია გიორგაძე
  7. რუსუდ ანრუხაძე
  8. ეკა ქევანიშვილი
  9. გიორგი ლობჟანიძე
  10. დარეჯან კიკოლიაშვილი
  11. რატი მუჯირი
  12. ბექა ქურხული
  13. დავით ქაშიაშვილი
  14. ბელა ჩეკურიშვილი
  15. ხათუნა ცხადაძე
  16. მაია ბადრიძე
  17. ლანა კალანდია
  18. არჩილ ქიქოძე
  19. ანა კოპალიანი
  20. ბექა ადამაშვილი
  21. გია გოკიელი
  22. მანანა მათიაშვილი
  23. ქეთი ნიჟარაძე
  24. ირაკლი კაკაბაძე
  25. გიორგი შონია
  26. დიანა ანფიმიადი
  27. ირმა შიოლაშვილი
  28. ნატო ინგოროყვა
  29. ნათია მიქელაძე
  30. ოთარ ჯირკვალიშვილი
  31. ბესო სოლომონაშვილი
  32. შოთა იათაშვილი
  33. ლელა ცუცქირიძე
  34. ერეკლე დეისაძე
  35. ზურაბ პაპიაშვილი
  36. მაია ალუდაური
  37. მალხაზ ხარბედია
  38. მაია კუდავა
  39. ზვიად კვარაცხელია
  40. ვასილ გულეური
  41. თამთა მელაშვილი
  42. გურამ მაცხონაშვილი
  43. ნიკა ლაშხია
  44. ლელა სამნიაშვილი
  45. ნიკა ჩერქეზიშვილი
  46. მაკა ლდოკონენი
  47. გვანცა ჯობავა
  48. ბათუ დანელია
  49. ელენე კვირკველია
  50. ალეკო შუღლაძე
  51. ნესტან ნენე კვინიკაძე
  52. თეონა დოლენჯაშვილი
დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა