ჯო ბაიდენი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის, ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის კი ახალი რეგულაციების დაწესების ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატების ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდა, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს, 100 აშშ დოლარი გადაუხადონ.

„მოვუწოდებ ყველა შტატსა და ადგილობრივ მთავრობებს, გამოიყენონ დაფინანსება, რომელიც მიიღეს, იმისთვის, რომ გადაუხადონ 100 დოლარი ყველას, ვინც სრულად აიცრება. ვიცი, რომ შეიძლება ეს უსამართლოდ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ თუ წახალისების საშუალებები გვეხმარება ამ ვირუსის დამარცხებაში, მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, პრეზიდენტმა წარადგინა ახალი წესები ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის. კერძოდ, ისინი, რომლებიც ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენენ, ვალდებულები იქნებიან, კვირაში ერთხელ ან ორჯერ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ, პირბადეები ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.

“იუსტიციის დეპარტამენტმა განმარტა, რომ კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოთხოვნა სავალდებულოა. ყველას გვსურს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ და სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანები სრულად ვაქცინირებული არიან, ამის სწრაფად და წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს,“- აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისათვის, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 330 მილიონს შეადგენს, დაახლოებით 163.8 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.

აღსანიშნავია, რომ ფედერალური მთავრობა არის უმსხვილესი დამსაქმებელი შეერთებულ შტატებში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო