თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა, დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი

თურქეთში ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრ ბექირ პაკდემირლზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორაციით, დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი.

მარმარისის კურორტზე, ტყის ხანძარი ტურისტულ ზონას მიუახლოვდა, რის გამოც გუშინ ორი სასტუმროდან და ოთხი ვილიდან დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. მანამდე ხელისუფლებამ ანტალიის პროვინციის 18 სოფლისა და რაიონის ევაკუაცია განახორციელა, კიდევ 16 სოფელი კი ადანასა და მერსინის პროვინციებშია ევაკუირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მიდინარე კვირაში ძლიერი სიცხისა და ქარის გამო თურქეთის 17 პროვინციაში 60-ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა, აქედან 36 - ლიკვიდირებულია. დანარჩენი კერების ჩასაქრობად კი სამუშაოები გრძელდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 3 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 458 სახანძრო მანქანა და ათასობით პერსონალია ჩართული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო