აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატის ბასარკეჩარში ჩამოგდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

„ეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი დეზინფორმაციაა,“ - განმარტავენ უწყებაში.

ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა დაიძაბა. მხარეები ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციებში ადანაშაულებენ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს