იაპონია საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს

იაპონია, ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, დედაქალაქ ტოკიოსა და კუნძულ ოკინავაზე საგანგებო სიტუაციას აგვისტოს ბოლომდე ახანგრძლივებს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, იაპონიის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა გეგმა, რომლის თანახმადაც საიტამას, კანაგავას, ჩიბასა და ოსაკას პრეფექტურებში ორშაბათიდან 31 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ განცხადებას პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა დღეს გააკეთებს.

ცნობისათვის, გუშინ იაპონიაში კორონავირუსის 10 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის, აქედან 3 865 შემთხვევა დედაქალაქ ტოკიოში გამოვლინდა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიადას მასპინძლობს და სადაც ზედიზედ სამი დღეა ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა ფიქსირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო