ნატალი საბანაძე - “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის

“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის", - ამის შესახებ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამერთან შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიას მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში ნატალი საბანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ანულირებულ შეთანხმებას 3 ძირითადი ასპექტი ჰქონდა , ესენია: საგარეო, საშინაო პოლიტიკური და სიმბოლური.

"ასეთი აღქმა იყო, რომ მმართველი გუნდისთვის ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი შეთანხმება. ალბათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ არ მოაწერა ხელი ამანაც განაპირობა მათი ეს ნაბიჯი. რაც შეეხება შეთანხმების ასპექტებს - პირველ რიგში, შიდა მხარე, ეს ეხება რეფორმებს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დონის ამაღლებას, მათ შორის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმება, რაც მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარებისთვის იყო მნიშვნელოვანი. საგარეო პოლიტიკური მხარე არის ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან. ამ შეთანხმებიდან გამოსვლა ნამდვილად დამაზიანებელია ორმხრივი ურთიერთობისთვის და სიმბოლური მხარე, რაც არის პოლარიზაციის შემცირება, რამაც, შესაძლოა, ისე არ იმუშავა, როგორც ჩაფიქრებული იყო. სამივე ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია და რჩება ჰაერში. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მე ვიქნები მისი მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში. გარკვეულწილად დისტანციურად მომიწევს ამის გაკეთება, რადგან მომავალ წელს აშშ-ში მივემგზავრები, როგორც მოწვეული პროფესორი, მაგრამ თანამშრომლობას გავაგრძელებ", - აღნიშნა ნატალია საბანაძემ.

მან ასევე თანამდებობის დატოვებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 8-წლიანი თანამშრომლობა საკუთარი სურვილით დაასრულა.

„იყო გარკვეული შელაპარაკება და უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი. ჩემი სურვილით წავედი, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი მისია იმ მომენტისთვის ამოწურული იყო. არაფრის განმარტება და არავის მიმართ ხელის გაშვერა არ მინდოდა, რადგან არ მსურს დავაზიანო საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც 8 წლის განმავლობაში ვმსახურობდი“, - აცხადებს ნატალი საბანაძე.

შეგახსენებთ, 28 ივლისს, "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა