ავსტრალიის ხელისუფლებამ „ლოქდაუნის“ გაკონტროლების მიზნით სიდნეიში ასობით ჯარისკაცი განათავსა

ავსტრალიის ხელისუფლებამ „ლოქდაუნის“ გაკონტროლების მიზნით სიდნეიში ასობით ჯარისკაცი განათავსა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ავსტრალიის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შაბათ -კვირას სპეციალურ სწავლებას გაივლიან, ორშაბათიდან კი „ლოქდაუნის“ აღსრულების მიზნით პატრულირებას დაიწყებენ.

„ლოქდაუნის“ ფარგლებში, რომელიც სულ მცირე 28 აგვისტომდე გრძელდება, მოქალაქეებს შინიდან გასვლა ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი სავარჯიშოდ, საყიდლებზე ან სხვა აუცილებელი მიზეზის გამო ტოვებენ საცხოვრებელ ადგილს.

ცნობისათვის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო ავსტრალიის უდიდეს ქალაქში, სიდნეიში, დაინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და ამ დრომდე ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 17%-ია აცრილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა