სომხეთის თავდაცვის უწყება ფოტოს ავრცელებს, სადაც მათი მტკიცებით, აზერბაიჯანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩანს

სომხეთის თავდაცვის უწყება ფოტოს ავრცელებს, რომელზეც, მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის „აეროსტარის“ ნამსხვრევები ჩანს.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიქის რაიონში, სომხეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შეღწევის მცდელობები დაფიქსირდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის დანაყოფების მოქმედებების შედეგად, ყველა მცდელობა ჩაიშალა. კერძოდ, ჩამოგდებულია უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ემსახურება. მისი ნაწილი გეღარქუნიქის რაიონის სოფელ ვანევანის ჩრდილოეთით 3.5 კილომეტრში დაეცა,“- აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს სომხურ მედიას და სოციალური ქსელების მომხმარებლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. „სომხეთის შეიარაღებული ძალები სრულად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს,“- აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, მანამდე განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია მათი კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა