რუსეთში კორონავირუსის 23 564 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 794 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 23 564 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 794 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 6 242 066 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 157 771 ადამიანი ემსხვერპლა, განკურნებულების რაოდენობა კი 5.5 მილიონს აჭარბებს.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს