რუსეთის საგარეო უწყება სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებსაც სიტუაციის გამწვავება შეუძლია

სერიოზულად გვაშფოთებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ ნაწილში შეიარაღებული ინციდენტი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებსაც სიტუაციის გამწვავება შეუძლია.

„მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებსაც სიტუაციის გამწვავება შეუძლია და ყველა პრობლემა დიპლომატიურ-პოლიტიკური გზით გადაჭრან,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა დაიძაბა. მხარეები ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციებში ადანაშაულებენ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს