Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4 მილიარდს გადააჭარბა

მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4 მილიარდს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 39 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 26.2%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. ყველაზე მეტი 1.6 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 465 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 455 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 344 მილიონი.

Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 35 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 48.8%, აშშ-ში 49.4%, დიდ ბრიტანეთში კი 56.6%.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა