გია ვოლსკი - სააკაშვილი მეთექვსმეტედ თუ მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს - სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს

სააკაშვილი უკვე მეთექვსმეტედ, თუ მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში - სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს, ინტელექტს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს, მათ შორის, „ნაცმოძრაობას", - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნების დაანონსებას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" მისგან მტრის ხატის შექმნას არ ცდილობს, თუმცა, სააკაშვილი არის დესტრუქციის სიმბოლო.

„ის არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ფიგურა, ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს რევოლუციური სცენარის განვითარებას და ადამიანებს არ აქვთ ამ რევოლუციური სცენარის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების გამოა გასამართლებული. რეალურად, ის არის დესტრუქციის სიმბოლო, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ჩრდილს აყენებს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებიც დაქვემდებარებულები არიან „ნაცმოძრაობის“ დიქტატს. მათი ლიდერები როცა სხვა ლიდერებს აბუჩად აგდებით და დამამცირებელი ტერმინებით ესაუბრებიან, ეს არის მხოლოდ მცირე ინდიკატორი იმისა, თუ ვინ განაპირობებს დესტრუქციულ პროცესებს.

მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში თანმიმდევრულობა არ გააჩნია სააკაშვილს, იგი თანმიმდევრულად, უკვე მეთექვსმეტედ, თუ მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციურ მოძრაობას. ძალიან ძნელია გარე შემფასებლად დავაყენო თავი, მაგრამ თუკი პოლიტიკური პლატფორმიდან არ ვიტყვი, მე ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს, ინტელექტს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს მათ შორის, „ნაცმოძრაობას",- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა