ირაკლი კობახიძე - „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებზე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაიმეორებს.

„მეორე ტური იქნება თუ არა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, ჯერ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი და შესაბამისად, დრო ძალიან ბევრია, აქედან გამომდინარე დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება მეორე ტურთან დაკავშირებით, არასწორი იქნება. თუმცა, ვართ დარწმუნებულები, რომ პრინციპულად მოვახერხებთ იმ შედეგის გამეორებას, რაც 2017 წელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გვქონდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა. ანუ ადგილობრივი თვითთმმართველობის შედეგებს. არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ