ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ რუსეთის და ბელარუსის უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება, აქ რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალები შემოვლენ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დღეს ამის საჭიროება არ დგას, თუმცა უსაფრთხოებისთვის აუცილებლობის შემთხვევაში, ბელარუსში რუსეთის ყველა შეიარაღებული ძალა ყველა ტიპის იარაღით შევა.

როგორც ბელარუსული სახელისუფლებო არხი БЕЛТА იუწყება, ამის შესახებ ლუკაშენკომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტუალური საკითხების თაობაზე შეხვედრაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, დასავლეთში ძალიან არიან შეშფოთებულები რუსეთ-ბელარუსის წვრთნებით, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.

„სულ მინიმუმ, ამის მოსმენა სასაცილოა. რამდენი წვრთნა ჩაატარეს მათ ჩვენს საზღვრებთან? ისინი გვაკრიტიკებენ: ნახეთ, ლუკაშენკოს სურს რუსული ბაზების განთავსება ბელარუსის ტერიტორიაზე. მომისმინეთ, ჩვენ არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მათ ბევრი ბაზა შექმნეს ევროპის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების დონეზე არასდროს განხილულა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბაზების განთავსების საკითხი.

„ბელარუსში რუსული ბაზების განთავსების საკითხი პრეზიდენტების დონეზე არასოდეს განხილულა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს თანამედროვე იარაღის პირობებში. თუკი საჭირო იქნება მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოებისთვის აქ მოხდება ყველა შეიარაღებული ძალის განთავსება ყველა ტიპის იარაღით, მათი აქ განთავსება დაუყოვნებლივ მოხდება. ამჟამად ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია საჭირო მომენტში მცირე დროში 500 ათასი ადამიანი იარაღით დავაყენოთ. ეს უკვე ძალაა. თუ არ იქნება ეს საკმარისი, რუსეთის ფედერაციის მთელი შეიარაღებული ძალები შემოვლენ აქ. ეს არასოდეს მოხდება. დღეს, ამის საჭიროება აბსოლუტურად არ დგას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ აღარ ვიყოყმანებთ ”, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს