1-ელი აგვისტოდან გერმანიაში შესვლისას მგზავრთა უმეტესობისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება სავალდებულო გახდება

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი აგვისტოდან ქვეყანაში შესვლისას მგზავრთა უმეტესობისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება სავალდებულო გახდება.

მანამდე, გერმანული გამოცემა Bild წერდა, რომ ტესტის ჩაბარების ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ 12 წლამდე ბავშვები, ასევე ის პირები, ვინც გერმანიის გავლით ტრანზიტით მგზავრობენ, რეგულარულად კვეთენ გერმანიის საზღვარს სამსახურის გამო ან ფლობენ ე.წ. კოვიდსერტიფიქატს.

ამავდროულად, იმ ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს, სადაც კორონავირუსის მუტირებული ვარიანტებია გავრცელებული, ვაქცინაციის შემთხვევაშიც მოუწევთ ტესტის ჩაბარება.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიაში შესვლისას კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენის ვალდებულება უკვე ძალაშია საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებისთვის.

ახლა ის შეეხება მათ, ვინც ქვეყანაში მანქანით, ზღვით ან რკინიგზით შედიან. მოსალოდნელია, რომ შესაბამის დოკუმენტებს პოლიცია საზღვარზე გააკონტროლებს.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს