კელი დეგნანი Agile Spirit 2021-ზე - ასეთი ტიპის სწავლების რეგულარულად ჩატარება მნიშვნელოვანია

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით, საჰაერო-სადესანტო სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრო.

კელი დეგნანის თქმით, სწავლებას გადიან იმისთვის, რომ უნარები გაიუმჯობესონ, რაც მნიშვნელოვანია აგრესიის შესაჩერებლად.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ ძალიან შთამბეჭდავ სანახაობას, როგორ დაეშვნენ პარაშუტისტები თვითმფრინავიდან, ისინი იყვნენ ჯარისკაცები საქართველოს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი და წარმოჩენა იმისა, რომ ეს ძალები არიან მზად, მათ აქვთ ურთიერთთავსებადობა და მობილურობა. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის სწავლების რეგულარულად ჩატარება არის მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, ეს ნაწილი გახლავთ იმ ფართომასშტაბიანი სწავლებისა, რომელიც უკვე 1 კვირაა საქართველოში მიმდინარეობს - „მტკიცე სული“, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც გახლავთ ნატოს პარტნიორები და რა თქმა უნდა, წევრები. ისინი ამ სწავლებას იმისათვის გადიან, რომ გააუმჯობესონ თავიანთი უნარები და თავსებადობა, რაც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი აგრესიის შესაჩერებლად და იმისათვის, რომ მათ იგრძნონ თავი დარწმუნებულად, იმაში რომ ისინი მზად არიან რეაგირება მოახდინონ სხვადასხვა გამოწვევებზე“, - განაცხადა დეგნანმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს