ლაშა ბექაური - გამარჯვება ჩემს ერს მივუძღვენი, უბედნიერესი ვარ, რომ ამდენი ხალხის გახარების მიზეზი გავხდი

ეს გამარჯვება ჩემს ერს მივუძღვენი და დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამდენი ხალხის გახარების მიზეზი გავხდი, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.

ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„სიტყვები არ მყოფნის, შოკში ვარ. მიყვარხართ ყველა“, - განაცხადა ბექაურმა.

ძიუდოისტთა ნაკრები საქართველოში გუშინ დაბრუნდა. მათ აეროპორტში გულშემატკივრები ტაშით და ოვაციით დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა