არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, განცხადებები და მიზნები აცდენილია საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, მათი განცხადებები და მიზნები აცდენილია საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს, ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებასა და ხედვას საქართველოს მიმართ. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის, რომ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას ცესკოს ახალი თავმჯდომარის შერჩევასა და დამტკიცებაში მხოლოდ ორი მიზეზით აიხსნება.

"პირველი ეს გახლავთ არჩევნების წინასწარი დისკრედიტაცია, რაც განპირობებულია დამარცხების შიშით. შემდგომში ისინი იქმნიან თავის მართლებისთვის საფუძველს - აი, ამიტომ ვერ გავიმარჯვეთ. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ საპარლამენტო ოპოზიციაში განსაკუთრებით რადიკალურ ბანაკს არ აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა, რომ შეესრულებინა საკუთარი ვალდებულება და აეღო ის პასუხისმგებლობა, რაც ოპოზაციას ნებისმიერ დემოკრატიაში ეკუთვნის. შესაბამისად, ეს ორი მიზეზია, რის გამოც ისინი დღეს სხდომაში არ მონაწილეობენ. ხაზგასმით მინდა გავიმეორო, რომ ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოება უზრუნველყოფს არჩევნების გამჭვირვალე, კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას და ამ არჩევნების სტანდარტი, მისი თავისუფლების ხარისხი დღეს როგორც არასდროს არის განპირობებული მაღალი რეგულაციებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტიან მუშაობასთან ერთად. თუმცა, რომელიმე ერთი ადამიანის, თუნდაც, ხელმძღვანელი პირის პიროვნული ფაქტორი და გავლენა საარჩევნო პროცესის ჩატარებაზე არ იქნება ისეთი კრიტიკული და არ იქნება ისეთი ძლიერი, რაც საფუძველს მისცემს ოპოზიციას თქვას, რომ ამ ადამიანის, ან სხვა ადამიანის ბრალი იყო ესა თუ ის საკითხი, რაზე ბრალდებასაც ისინი წინასწარ აყენებენ. ამ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, მათი განცხადებები, მათი მიზნები არის აცდენილი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებასა და ხედვას საქართველოს მიმართ",- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ პროფესიონალ წევრს აირჩევს. კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს სულ მცირე 76 ხმით არჩეული კანდიდატები დაიკავებენ. ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდი მხარს გიორგი კალანდარიშვილს უჭერს, ხოლო ცესკოს წევრის პოსტზე ასარჩევად გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს აძლევენ ხმას. საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კენჭისყრა ორჯერ 2/3-იანი კვორუმით და ერთხელ 3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საერთო კანდიდატებზე ვერშეთანხმების გამო, მაღალი კვორუმით არჩევა ვერ მოხდა. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა