პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება

გადავდივართ კომბინირებულ დახმარებაზე - აქამდე თუ ასარჩევად ვთავზობდით ბიზნესს ისარგებლებდა ის სესხის პროცენტის სუბსიდირებით თუ საკრედიტო საგარანტიო სქემით, ახლა ორივე ერთდროულად იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თურნავას თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 311 ბიზნეს საქმიანობაზე ვრცელდება.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან ფართოვდება. აქამდე თუ ვრცელდებოდა 211 ბიზნეს საქმიანობაზე, ახლა ეს არის 311 ბიზნეს საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქაც გადავდივართ კომბინირებულ დახმარებაზე. აქამდე თუ ასარჩევად ვთავზობდით ბიზნესს ისარგებლებდა ის სესხის პროცენტის სუბსიდირებით თუ საკრედიტო საგარანტიო სქემით - ახლა ორივე ერთდროულად იქნება შესაძლებელი. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ განახლებული პროგრამებით 1300-მდე ახალი მცირე ბიზნესი ისარგებლებს. იმ 60-მდე ბიზნესსაქმიანობის მიხედვით, ვინც ექსპორტზე არის ორიენტირებული ან იმპორტის ჩანაცვლებაზე, სულ მცირე გაორმაგდება საექსპორტო გამოშვება და 40%-ით შემცირდება იმპორტი იმ სახეობებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა