თამარ გაბუნია - ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მულტისექტორულ მიდგომას საჭიროებს

ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მულტისექტორულ მიდგომას საჭიროებს. ჩვენთვის მთავარია, რომ მოქალაქეებს ხარისხიან მედიკამენტებზე მარტივი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ, ამისათვის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია კომპანიების მხრიდან, რაც უნდა შეიცვალოს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მექანიზმები, რომელმაც შეიძლება მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გამოიწვიოს, ბევრ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება.

„ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მულტისექტორულ მიდგომას საჭიროებს. ჩვენთვის მთავარია, რომ მოქალაქეებს ხარისხიან მედიკამენტებზე მარტივი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ, ამისათვის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. ასევე მთელი რიგი პროგრამების ფარგლებში ფინანსდება მედიკამენტები იმისათვის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ქრონიკული დაავადებების მართვის შესაძლებლობა.

მექანიზმები, რამაც ჩვენ შეიძლება მოგვცეს მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საშუალება, რეგულირდება ბევრ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დაწყებული აქვს მუშაობა ჯანდაცვის კომიტეტთან ამ მიმართებით. ამას კიდევ ღია, გახსნილი კონსულტაციები დასჭირდება. მიმდინარე პროცესია და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ საბოლოო სახით ჩამოყალიბდება რა მიმართულებას ვიღებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა