ანონსი 3 აგვისტო

3 აგვისტოს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

3 აგვისტოს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ფონდ "აუშენე, რომ აგიშენონ" დამფუძნებლები ელენე გრიგალაშვილი და თამილა ტაბატაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ქირით მცხოვრები უსახლკარო ადამიანებისთვის ბინათმშენებლობის პროექტის წარდგენა და ფონდის სამომავლო გეგმები. მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

3 აგვისტოს, 11:00 საათზე, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ -ს პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა 1.

საკონტაქტო: 599726565

3 აგვისტოს, 11:00 საათზე, „მშენებლობით იპოთეკითა და მევახშეებისგან“ დაზარალებულთა ასოციაცია ფინანსურ პოლიციაში საჩივარს შეიტანს კონკრეტული მევახშის წინააღმდეგ და მოითხოვს გამოძების დაწყებას. ასევე ფინანსურ პოლიციასთან მევახშეებისგან დაზარალებული მოსახლეობა და იურისტები შეიკრიბებიან, რომლებიც იმ სისხლის სამართლის დანაშაულებრივ სქემაზე ისაუბრებენ, რომლითაც მევახშეები სარგებლობენ. მის: უნივერსიტეტის ქუჩა 2 ა საკონტაქტო - ეკა წივწივაძე - 577 96 14 38

3 აგვისტოს, 14:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საზოგადოებას 10-წლიან ხედვას და სტრატეგიას წარუდგენს.

სასტუმრო „ბილტმორი“; რუსთაველის გამზირი N2

3 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის ძველ ბულვარში მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს