პაატა იმნაძე - ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ, რადგან სამწუხაროდ, შვედები არ ვართ, რომლებისთვისაც ავტობუსის გაჩერებაზე დისტანციის დაცვა ცხოვრებისეული ნორმაა

ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ, რადგან სამწუხაროდ, შვედები არ ვართ, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გააკეთა.

როგორც იმნაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, არის ხალხი, ვისაც შეზღუდვის დაწესება არ სჭირდება, რადგან წესებს თავადაც იცავენ.

„შვედისთვის 2-მეტრიანი დისტანცია კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ცხოვრებისეული ნორმაა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე დგანან. გამომდინარე აქედან, ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ახლა გამოსავალია ვაქცინაცია, რაც არის საშუალება იმისა, რომ ადამიანი არ დაიღუპოს.

„ახლა მთავარია, ადამიანები არ დაიღუპონ და სამედიცინო სექტორმა ამდენ პაციენტთან გამკლავება შეძლოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა