ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში ელენე ნავერიანისა და სალომე ჯაშის ფილმები იქნება წარმოდგენილი

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente ელენე ნავერიანის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “სველი ქვიშა” იქნება წარმოდგენილი. ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ფილმის მსოფლიო პრემიერა 11 აგვისტოს გაიმართება. “სველი ქვიშა” საქართველო-შვეიცარიის კოპროდუქციაა.

მათივე ცნობით, ლოკარნოში ასევე ნახავენ სალომე ჯაშის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ფილმს “მოთვინიერება”, რომლის მსოფლიო პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. იგი შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ლოკარნოში ფილმის ჩვენება 8 აგვისტოს შედგება.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი 4 აგვისტოს გაიხსნება.

კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება. ქართული ფილმები ლოკარნოში არაერთხელ უჩვენებიათ. ბოლო წლებში კინოფესტივალის მთავარი ჯილდო “ოქროს ლეოპარდი” ორმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა – ანა ურუშაძემ საუკეთესო დებიუტისთვის (ფილმი “საშიში დედა”) და დავით ფირცხალავამ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “მამა”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო