გურამ მაჭარაშვილი - ამ არჩევნებზე ალბათ, დაიწყება „ნაცმოძრაობის“ ნელ- ნელა გასტუმრება ოპოზიციიდანაც

ამ არჩევნებზე ალბათ, დაიწყება „ნაცმოძრაობის“ ნელ- ნელა გასტუმრება ოპოზიციიდანაც - უკვე მომწიფდა სიტუაცია, როცა აუცილებელია გამოიკვეთოს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ჩაანაცვლებს დესტრუქციულ ძალას ოპოზიციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დეესკალაცია შემცირებულიყო და ამას ამომრჩეველი სწორად შეაფასებს. მისივე თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოებამ მთავარ ოპოზიციურ ძალადაც აღარ აირჩიოს.

„ოპოზიციური პარტიები სავარაუდოდ, იბრძოლებენ მეორე ადგილებისთვის. ვინ დაიკავებს მეორე ადგილს, ეს უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ალბათ, დაიწყება „ნაცმოძრაობის“ ნელ-ნელა გასტუმრება ოპოზიციიდანაც გამომდინარე იქიდან, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არაფერი გაეკეთებინა დეესკალაციისთვის და პირიქით, დესტრუქციაზე გადასულიყო. ჩვენ განცხადებები ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უკვე გავუგზავნეთ, რათა ჩამობრძანდნენ და დაესწრონ არჩევნებს, რათა მოისპოს ყოველგვარი სპეკულაციები ე.წ გაყალბებასთან ან დაშინებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ეს არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა