ირაკლი კობახიძე - კახი კალაძე ყველაზე პოპულარული, ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკური ფიგურაა - რაც შეეხება გახარიას, ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ის არ არის სამეულშიც კი

რამდენიც არ უნდა იყოს კანდიდატი და ვინც არ უნდა იყოს, კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ არჩევნებზე ორი ძირითადი კანდიდატი იქნება, მაშინ „ქართული ოცნების“ კანდიდატს გამარჯვება კიდევ უფრო გაუმარტივდება.

„როდესაც ორი ძირითადი კანდიდატი დგება არჩევნებში, ასეთ დროს ჩვენთვის კიდევ უფრო მარტივია პირველივე ტურში მოგება, მაგრამ ასეც და ისეც, რამდენიც არ უნდა იყოს კანდიდატი და ვინც არ უნდა იყოს, კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს. ამას აქვს ძალიან მარტივი საფუძველი, საფუძველია ის, რომ უამრავი რამ გაკეთდა თბილისში ამ ოთხი წლის განმავლობაში. გაკეთდა ყველაფერი ძალიან ხარისხიანად. ეს ყველაფერი არის საფუძველი იმის, რომ კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი ოპოზიციიდან და რამდენიც არ უნდა იყოს კანდიდატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარია პიროვნული რეიტინგების სამეულშიც არ არის.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, კახი კალაძე არის ყველაზე პოპულარული, ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკური ფიგურა. რაც შეეხება გახარიას, ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ის არ არის სამეულშიც კი. მას გადაასწრო ოპოზიციიდანაც კი ერთმა თუ ორმა კანდიდატმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საზოგადოებას კინემატოგრაფიაში ამერიკულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს