USAID - ახალი პროგრამა კერძო სექტორთან თანამშრომლობით ადამიანური კაპიტალის განვითარებას და უმუშევრობის შემცირებას ხელს შეუწყობს

USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილთან ერთად USAID-ის ახალი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ოფიციალურად გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა ადამიანური კაპიტალის განვითარებასა დაპროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას შეუწყობს ხელს, რაც უმუშევრობის დონეს შეამცირებს და ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ექსპერტებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა განიხილეს, რაც შემდგომში სამსახურის მაძიებლებს ეკონომიკის ზრდად სექტორებში დასაქმებაში დაეხმარება.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 აშშ დოლარი) მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის (IESC) მიერ განხორციელებული პროგრამის სამიზნე ჯგუფები მოიცავს ქალაქად და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ქალების, ახალგაზრდების და ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით“, - აღნიშნულია USID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,

„აღნიშნული ინიციატივის შედეგად, ჩვენ შევქმნით არა მხოლოდ დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მივცემთ სტიმულს მიაღწიონ წარმატებას და ჩაერთონ ეკონომიკის მზარდ განვითარებაში. გარდა ამისა, ჩვენ შევქმნით მაგალითს, თუ როგორ იქმნება უახლესი პროგრამები ბიზნესთან და დამსაქმებელთან თანამშრომლობით. პირდაპირი კავშირის დამყარება მომზადება-გადამზადების პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის საქართველოს მოქალაქეებს დღესაც და მომავალშიც მისცემს დასაქმების შესაძლებლობებს და ადგილობრივ ბიზნესებს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, მოთხოვნადი ადამიანური კაპიტალით“, - განაცხადა USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

„პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ამ ეტაპზე არსებითად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მეტი გააქტიურება, განსაკუთრებით კი სექტორული პოლიტიკის გაძლიერება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. USAID-ის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს იმ პროცესების აქსელერაციას, რომელმაც საბოლოოდ უნდა აქციოს კერძო და საჯარო სექტორის თანასწორი პარტნიორობა პროფესიული განათლების მთავარ საყრდენად და ასევე, უნდა დაამკვიდროს საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში შეთავაზებულ კვალიფიკაციებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა.

„USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად 4,800 პირი ჩაერთვება მომზადება-გადამზადების პროგრამებში; სულ მცირე, 3,840 პირი დასაქმდება ან გაიუმჯობესებს სამუშაო პირობებს; 30 ბიზნესი დაამყარებს გრძელვადიან პარტნიორობას ტრენინგების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან; თანადაფინანსების გზით $6.99 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოხდება კერძო და საჯარო სექტორებიდან; გადამზადებულთა 35% იქნება სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობები, ხოლო, სულ მცირე, 45%- ქალები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს