ლევან იოსელიანი - პრეზიდენტმა ადეკვატური განცხადება გააკეთა, როცა ერთი მხრივ, "ნაცმოძრაობის" როლზე ისაუბრა, მეორე მხრივ, აღნიშნა "ოცნების" უპასუხისმგებლო ქმედება

ოპოზიციას რაც უნდა შეესრულებინა, შეასრულა - პარლამენტში შევიდა, შეთანხმების დანარჩენი პუნქტები მმართველ პარტიას უნდა შეესრულებინა, მაგრამ ამაზე უარი თქვა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადება შეთანხმების ანულირებაზე ადეკვატური იყო, რადგან მან ისაუბრა როგორც "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლობაზე, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" როლზე.

"პრეზიდენტმა ადეკვატური და სწორი განცხადება გააკეთა, როდესაც ერთი მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" როლზე ისაუბრა, რამაც გაუხსნა "ქართულ ოცნებას" ხელი, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასულიყო და მეორე მხრივ, ისაუბრა "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო ქმედებაზე, როცა უარი თქვა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სწორი. დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები, პოლიტიკოსები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი მის შესრულებაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ დოკუმენტის მთავარი შემსრულებელი მმართველი პარტიაა. ოპოზიციას რაც უნდა შეესრულებინა, შეასრულა - პარლამენტში შევიდა. დანარჩენი პუნქტები მმართველ პარტიას უნდა შეესრულებინა და რეფორმებზე მსჯელობა უნდა დაგვეწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამაზე უარი თქვეს,"- განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა