ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ს ევროკავშირიდან ჩასული მგზავრებისთვის დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას სთხოვს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ევროპიდან ჩასულ მგზავრებს ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა გაუუქმოს.

„მოვითხოვთ, რომ ორივე მიმართულებით თანაზომიერი წესები იყოს გამოყენებული. ჩვენ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე უნდა გადავჭრათ და კვირების განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან კონტაქტში ვიმყოფებით,“ - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ეპიდსიტუაცია მსგავსია.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის 59.3%-ს აქვს მიღებული, აშშ-ში კი ეს მაჩვენებელი 57.8%-ია. თუმცა, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე ახალი შემთხვევების რაოდენობა როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში იზრდება. ევროკავშირში, გასული კვირის განმავლობაში დაინფიცირების მაჩვენებელმა ყოველ 100 000-ს მოსახლეზე 200.2 შეადგინა, მაშინ, როცა წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 151.0 იყო. აშშ-ში ყოველდღიურად საშუალოდ 66 606 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, წინა კვირაში კი ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა, საშუალოდ, 40 597 იყო.

რაც შეეხება შეზღუდვებს, აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ იმ პირებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში შენგენის ზონაში ან გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდნენ. აკრძალვა არ ვრცელდება აშშ-ის მოქალაქეებზე, მუდმივ რეზიდენტებსა და მათ ნათესავებზე. ევროკავშირმა კი ივნისის დასაწყისიდან ბლოკის 27-ვე ქვეყანას მოუწოდა, რომ აშშ-დან ჩასულ მგზავრებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მისცენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს