ცესკო - მოვუწოდებთ მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დროულად გაიარონ რეგისტრაცია-აკრედიტაცია

გვინდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოვუწოდოთ, დროულად გაიარონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია - აკრედიტაცია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრში.

„მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონმდებლობით დადგენილი უამრავი პროცედურა და ღონისძიება არის განსახორციელებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ამიტომ, ჩვენ გვინდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოვუწოდოთ, დროულად გაიარონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია - აკრედიტაცია.

გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედგა სხდომა, სადაც დამტკიცდა ღონისძიებათა კალენდარი. ეს გახლავთ ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, ასევე ყველა ჩართული მხარისთვის. ამ ღონისძიებათა გრაფიკში მოცემულია არჩევნებთან დაკავშირებით საქმიანობისა და ვადების შესახებ ინფორმაცია.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე საარჩევნო კომისიებში იგეგმება სხდომების გამართვა. იმისათვის, რომ ჩართულმა მხარეებმა შეძლონ აღნიშნულ სხდომებზე დასწრება, გაშუქება, ძალიან მნიშვნელოვანია მათ გაიარონ რეგისტრაცია - აკრედიტაცია და ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ ტელეფონის ნომერზე დარეკოთ, რომელიც გახლავთ 2 51 00 51, - მიმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხს, ბოლო ვადა გახლდათ 28 სექტემბერი.

რეგისტრაციაში გატარების მიზნით დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ის ორგანიზაცია, რომელიც აპირებს ერთ კონკრეტულ ოლქში დაკვირვებას, შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია კონკრეტულად საუბნო საარჩევნო კომისიებში, თუ ისინი სხვადასხვა ოლქში აპირებენ დაკვირვებას, ამ შემთხვევაში შეუძლიათ სათითაოდ მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა