ჩეხეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ჩეხეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე, დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 8 ადამიანის მდგომარეობა სერიოზულია. მათი ნაწილი საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.

გარდაცვლილთაგან ორი მატარებლების მძღოლები არიან, ერთი კი - მგზავრი.

სარკინიგზო კატასტროფა დომაჟლიცესა და ბლიზეჟოვის სადგურებს შორის, მილავცესთან მოხდა.

კონკრეტულად კი, მედიის ცნობით, საერთაშორისო ჩქაროსნული მატარებლის მემანქანე „სტოპ“ სიგნალზე არ გაჩერდა და ადგილობრივ სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. საერთაშორისო ჩქაროსნული ხაზი ჩეხეთის ქალაქ პლზენს გერმანიის ქალაქ მიუნხენთან აკავშირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა