წინანდალში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის - პოლიტიკური საბჭოს, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ Facebook-ის ოფიციალურ ანგარიშზე ვრცელდება.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.