ლიეტუვა საზღვარზე მიგრანტის დაღუპვის შესახებ ბელარუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ლიეტუვა უარყოფს ბელარუსის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ლიეტუვას საზღვრიდან გაბრუნებული ერაყელი მიგრანტი ცემით გარდაცვლილი იპოვეს. ლიეტუვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ინფორმაციას „ჰიბრიდული ომის“ ნაწილი უწოდა.

„ეს არის ჰიბრიდული ომის მეთოდი, დეზინფორმაცია. გასულ ღამეს საზღვარზე ინციდენტი ან ძალის გამოყენება არ მომხდარა“, - აცხადებენ ლიეტუვას შსს-ში.

მანამდე, ბელარუსის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ გამოძიება დაიწყო ერაყელი მიგრანტის გარდაცვალების საქმეზე, რომელიც, მათი მტკიცებით, ისე იყო ნაცემი, რომ ბელარუსმა მესაზღვრეებმა ვეღარ გადაარჩინეს. ლიეტუვას ხელისუფლება ბოლო პერიოდში წუხილს გამოთქვამს, რომ ბელარუსიდან უკანონო მიგრაცია გაიზარდა. მათი შეფასებით, ამ გზით მინსკი ევროკავშირს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო სჯის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა