ანონსი 5 აგვისტო

5 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
5 აგვისტოს, 12:00 საათზე, გუდიაშვილის #1-ში, ხელოვნების მუზეუმის წინ მუზეუმისა და საგანძურის გადასარჩენად აქცია-პერფომანსი გაიმართება.
აქციის ბმული:
5 აგვისტოს, 12:00 საათზე, გარდაცვლილი პატიმრის ბესიკ თორდუას საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადვოკატი გენერალურ პროკურატურაში ახალ მოთხოვნას შეიტანს.
მის: გორგასლის 24
საკონტაქტო: 599 16 10 15
5 აგვისტოს, 14:00 საათზე, ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: თბილისი, კახიძის #15
5 აგვისტოს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ფინანსთა სამინისტროს 10-წლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს.
5 აგვისტოს, 17:00 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები მოსმენების თემაზე აქცია-პერფორმანსს გამართავს.
მის: ვარაზის ხევი. უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსთან.
საკონტაქტო: მარიამ გულედანი - 558 234 052
5 აგვისტოს, 17:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" ორგანიზებით ვებინარი გაიმართება.
სპიკერი: "ჯეოქეისის" ექსპერტი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი (გადამდგარი) ვახტანგ კაპანაძე.
დისკუსია გაიმართება live რეჟიმში "ჯეოქეისის" „ფეისბუქ“ გვერდზე: https://www.facebook.com/GeocaseGeo/
თემა : "2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილების სამხედრო შემადგენლის კვლევა".
5 აგვისტოს, 17:00 საათზე, „პუშკინის სკვერში“, ხელოვნების მუზეუმის შენობის შენარჩუნებისა და „ეროვნული საგანძურის“ დაცულობის მოთხოვნით აქცია გაიმართება.

























