მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩის მრჩეველს ჟულიენ კრამპს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ევროკავშირის ელჩის მრჩეველს საქართველოში ჟულიენ კრამპს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი, დაგეგმილი რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ურყევ მზაობას ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საჭირო რეფორმების გატარებისთვის გაგრძელდეს აქტიური მუშაობა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა ამ პროცესში.

„შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ ევროკავშირის მედიაციით გაფორმებული შეთანხმების ხელის არ მოწერის პირობებში, პარტია ,,ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე. ევროკავშირის მხარე დაინტერესდა მმართველი პარტიის ხედვით შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ მმართველი პარტია მზადაა გააგრძელოს კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან რეფორმების გატარების კუთხით და გადადგას საჭირო ნაბიჯები პროცესის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და დემოკრატიული პროცესის ჩარჩოში წარსამართად.

ქართულმა მხარემ, ასევე ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მოელის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნების პროცესის დაკვირვებას.

საუბარი, ასევე შეეხო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის განვითარებაზე და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებებს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის გზებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა