საბერძნეთის კუნძულიდან, ხანძრის გამო, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ ევიადან, ტყის ხანძრის გამო, ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის სამსახურმა კუნძულის სანაპიროზე ჩარჩენილი 90 ადამიანი ნავების საშუალებით გაიყვანა. დამწვარია რამდენიმე სახლი, ასევე ტყის ნაწილი. გავრცელებული ინფორმაციით, სამმა მეხანძრემ დამწვრობები მიიღო.

ევაკუაცია განხორციელდა საბერძნეთის სამხრეთ პელოპონესის რეგიონში ძველი ოლიმპიის მახლობლად. ძველი ოლიმპიის მიმდებარე ქალაქი და შვიდი ახლომდებარე სოფელი ევაკუირებულია და მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.

საბერძნეთში 100-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღა 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ტყის ხანძრებს ებრძვიან ასევე თურქეთში, იტალიასა და ალბანეთში. ევროკავშირის კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში, საბერძნეთში, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში მეხანძრეებსა და სახანძრო თვითმფრინავებს გზავნიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა