15 წლის  ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე  მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გაათავისუფლეს

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.

ჩოლოიანის საკითხზე ვადაზე ადრე გათავისუფლების („უდო“) კომისიამ იმსჯელა.

დაკავებული გამომძიებელი გუშინ გათავისუფლდა.

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, მსჯავრებული გამომძიებლის გათავისუფლება კანონის საფუძველზე დადგენილი კრიტერიუმებით მოხდა.

როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად, პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ორჯერ იმსჯელა, პირველ შემთხვევში კანონდარღვევით, რაც სასამართლოში გასაჩივრდა.

„ჩოლოიანი გათავისუფლდა კანონის საფუძველზე, კანონით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარზე გარკვეული ვადის გასვლის შემდგომ სავალდებულოდ ხორციელდება მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა. შესაბამისად, პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ იმსჯელა რა აღნიშნულ საკითხზე, მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მარიანა ჩოლოიანის მიმართ, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივდა სასამართლოში ადმინისტრაციული წესით. სასამართლოში განხილვის შედეგად ბათილად იქნა ცნობილი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება და საბჭოს კვლავ დაუბრუნდა განსახილველად ეს საკითხი. სასამართლომ ბათილად ცნო საბჭოს გადაწყვეტილება იმის გამო, რომ კანონი იყო დარღვეული მარიანა ჩოლოიანის მიმართ. ამის შემდეგ საბჭომ იმსჯელა კანონის საფუძველზე და მიიღო მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება“, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 2020 წლის 7 სექტემბერს, დაკავებულ გამომძიებელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლუკა სირაძის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო