არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელოვნების მუზეუმთან  „ცოცხალი ჯაჭვი“ გააკეთეს და განაცხადეს, რომ მზად არიან შენობა „ფიზიკურადაც დაიცვან”

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან არასამთავრობო ორგანიზაციების - „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ ორგანიზებით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ხელოვნების მუზეუმიდან დაცული ექსპონატების გადატანას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, გვაქვს ყველა მიზეზი ვიფიქროთ, რომ ამ შენობას და მასში დაცულ საგანძურს საფრთხე ემუქრება. აქციის მონაწილეებმა მუზეუმის წინ აღმართულ ღობეზე ქართველი საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის პოსტერები გამოაკრეს, რომელმაც მათი თქმით, საქართველოს საქართველოს ეროვნული განძი შემოუნახა. ამასთან, მათ ადგილზე „ცოცხალი ჯაჭვიც“ გააკეთეს და განაცხადეს, რომ მზად არიან შენობა საჭიროების შემთხვევაში ,,ფიზიკურადაც დაიცვან”.

,,ეს არის სიმბოლური ჯაჭვი იმის აღსანიშნავად, რომ თუ ჩვენ ევაკუაციის გეგმა არ დაგვაკმაყოფილებს ამ ადგილს ფიზიკურად დავიცავთ, თუ უნდათ მოვიდნენ და გადაგვიარონ”, - აღნიშნა ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„ყველა მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ შენობას და მასში დაცულ საგანძურს საფრთხე ემუქრება. ამ ხელისუფლებამ საყდრისი დაანგრია, ახლა ამ მუზეუმზე ამბობენ, რომ არარენტაბელურია. როგორ შეიძლება მთავარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყოს არარენტაბელური? რომ თქვან სვეტიცხოველი არარენტაბელურიაო, უნდა დაინგრეს? პროცესი არ არის საჯარო და გამჭვირვალე, არსებობს რეალური საფრთხე და ლეგიტიმურია ადამიანების შიში, რომ შეიძლება ამას რაიმე დაუშავდეს. გვაჩვენონ ევაკუაციის გეგმა და აგვიხსნან, რატომ დააქვეითეს ის პროფესიონალები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ საქმეში. როდესაც პროცესი გამჭვირვალე არ არის, ბუნებრივია ეჭვი ჩნდება, ასევე ბუნებრივია, რომ საზოგადოებას ამ ხელისუფლების ნდობა არ გააჩნია”, - აღნიშნა „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ავარიული შენობა (ე.წ. სემინარიის შენობა) უნდა დაექვემდებაროს აღდგენას, რისთვისაც დაწყებულია პირველადი სამუშაოები, აუცილებელი ხდება, რომ მუზეუმის ექსპონატები, მათ შორის, ოქროს ფონდი დროებით სხვა სივრცეში იქნეს გადატანილი, ხოლო მუზეუმის შენობის აღდგენისა და განახლების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდეს იმავე შენობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა