ვლადიმერ ზელენსკი - უკრაინელებმა, რომლებიც თავს რუსებად გრძნობენ, დონბასი უნდა დატოვონ, წავიდნენ და ეძებონ ადგილი რუსეთში

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ოკუპირებული დონბასის იმ მაცხოვრებლებმა, რომლებიც თავს რუსებად გრძნობენ, უკრაინა უნდა დატოვონ და რუსეთში გადავიდნენ.

„ვფიქრობ, თუ ცხოვრობთ ოკუპირებულ დონბასში და თუ ფიქრობთ, რომ „რუსეთთან უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ რუსები“, დიდი შეცდომაა დონბასში დარჩენა. ეს არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია. არასდროს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს იქნება ოკუპირებული. ამიტომ, თუ თავს რუსად თვლი, დროა, შენი შვილებისა და შვილიშვილების გამო, წახვიდე და ეძებო ადგილი რუსეთში,“ - განაცხადა ზელენსკიმ ტელეკომპანია Дом-ის ეთერში.

მისივე თქმით, ისინი, ვინც თავს უკრაინელებად თვლიან და პატივს სცემენ უკრაინის დროშას, დონბასში უნდა დარჩნენ.

„თუკი თავს უკრაინელად თვლი, პატივს სცემ უკრაინის დროშასა და უკრაინულ ენას, დარჩი დონბასში. ამ მიწის დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო